1. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და სატენდერო პირობებს ამტკიცებს სატენდერო კომისია.
2. ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით უნდა დამტკიცდეს სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო პირობების პროექტი.
3. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი უნდა აიტვირთოს სისტემაში სატენდერო განცხადებასთან ერთა