1. (ამოღებულია).
11. ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც.
3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. (ამოღებულია).
5. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
51. (ამოღებულია).
6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
7. (ამოღებულია).
71. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3978-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.346
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.04.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.04.2017 კანონი №617
წინა რედაქცია (18.05.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. (ამოღებულია). 11. ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 53 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისია შეიძლება შედგებოდეს 3 წევრისაგან. 2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც. 3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. ს(ატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, ფონდის ან კავშირის სახით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან პირი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში). 5. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 51. (ამოღებულია). 6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძგანდაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 7. (ამოღებულია). 71. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3978-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.346 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234