1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზედაც განათავსოს. თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
2. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.
3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
31. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სააგენტოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია.
5. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს, ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვა;
ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);
ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
თ) (ამოღებულია);
ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას;
კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;
ლ) (ამოღებულია);
მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
51. სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა.
7. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
8. (ამოღებულია - 06.04.2017, №617).
9. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ობიექტისა და სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა. ასეთ შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით.
10. (ამოღებულია).
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6296 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.04.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 06.04.2017 კანონი №617
- 22.05.2012 კანონი №6296
- 24.06.2011 კანონი №4950
- 05.05.2011 კანონი №4632
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.04.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 121. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია 1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზედაც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა. 2. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები. [1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზედაც განათავსოს. თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა. 2. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები. (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )] 3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 31. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სააგენტოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია. 5. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია); დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს; [ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს, ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვა; (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )] ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში); ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); თ) (ამოღებულია); ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ; ლ) (ამოღებულია); მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 51. სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „მსგავსი“, „ეკვივალენტური“ და სხვა. [6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა. (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )] 7. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია. 8. სატენდერო კომისია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. [8. (ამოღებულია - 06.04.2017, №617). (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )] 9. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტებისა და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებისა. ეს ცვლილებები უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. [9. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ობიექტისა და სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა. ასეთ შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით. (ამოქმედდეს 2017 წლის 19 ივლისიდან )] 10. (ამოღებულია). საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458