1. კონსოლიდირებულ ტენდერს ატარებს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სატენდერო კომისია.
2. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილის/მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. სატენდერო კომისიის სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი, აგრეთვე სხდომის მდივანი.
4. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.
6. სატენდერო კომისიის სხდომას იწვევს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.
7. ორგანიზაციული და ტექნიკური ტიპის ან/და ხელშეკრულების შესრულების პროცესში მიმდინარე საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც არ საჭიროებს სატენდერო კომისიის სხდომის მოწვევას, გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
8. სატენდერო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე.
9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სააგენტო.
10. სატენდერო კომისიასთან ნებისმიერი მიმოწერა შესაძლებელია წარიმართოს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება, შესაბამისად, მისი სისტემაში ატვირთვის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის მომენტიდა