1. „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლის საფუძველზე და მისი მიზანია კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.

2. კონსოლიდირებული ტენდერის შესყიდვის ობიექტი, კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.

3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ისაგან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის შემთხვევებისა.

5. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესასყიდად სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადების მიზნით სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნებ