1. თუ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო პრეტენდენტი ვერ ახერხებს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადის სათანადო პერიოდით გაგრძელების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გაგრძელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის შესაბამისა