1. თუ სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს ელექტრონული გარანტიის წარდგენას, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი გარანტიას წარადგენს სისტემის მეშვეობით, საფასურის გადახდამდე.
2. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო.
3. ელექტრონული გარანტია უნდა მოქმედებდეს სატენდერო წინადადების წარდგენიდან კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.
4. პრეტენდენტს უბრუნდება ელექტრონული გარანტია კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების მთელი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. პრეტენდენტი კარგავს ელექტრონულ გარანტიას ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში:
ა) იგი ელექტრონულ ვაჭრობაში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე ან მიიღებს დისკვალიფიკაციას სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის გამო;
ბ) იგი მიიღებს დისკვალიფიკაციას გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;
გ) იგი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, იგი ვალდებულია დაუბრუნოს სააგენტოს ელექტრონული გარანტიის თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.
7. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულებ