1. სატენდერო კომისია პრეტენდენტებს აფასებს მათ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების მიხედვით, ამ წესისა და სატენდერო პირობების შესაბამისად.
2. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
3. დაუშვებელია პრეტენდენტს ხარვეზად ჩაეთვალოს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ხსენებული გარემოების ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
4. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც განუსაზღვრავს მას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას წარედგინება სისტემის მეშვეობით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
8. თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას, სატენდერო კომისია პრეტენდენტს მიმართავს ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც მას განუსაზღვრავს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ნიმუშს დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ნიმუში არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
9. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და ნიმუში არ ექვემდებარება დაზუსტებას.
10. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, გამარჯვებულად ვლინდება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს.
11. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, გამარჯვებულად ვლინდება ყველა პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს.
12. პრეტენდენტი, რომელიც გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
13. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულება