1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)ს შორის, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო პირობებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად.
2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება.
3. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
ა) მხარეთა ზუსტ სახელწოდებასა და რეკვიზიტებს;
ბ) სატენდერო განცხადების ნომერს;
გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);
დ) ხელშეკრულების ღირებულებას;
ე) ხელშეკრულების შესრულების ვადას;
ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (არსებობის შემთხვევაში);
ზ) ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორების პირობებს;
თ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას;
ი) ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელების პირობებს.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების დადების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით.
6. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.
7. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
8. ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს, იმოქმედოს ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
9. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში