1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება უნდა შეთანხმდეს სატენდერო კომისიასთან, გაფორმდეს წერილობითი ფორმით და დადგენილი წესით აიტვირთოს სისტემაში ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
2. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს ამ წესით, აგრეთვე პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. სატენდერო დოკუმენტაციით შესაძლოა განისაზღვროს საკითხები, რაც არ საჭიროებს სატენდერო კომისიასთან შეთანხმებას.
3. დაუშვებელია ხელშეკრულების შეცვლა, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დასაშვებია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ოდენობის გაზრდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, თუ სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას, ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.