1. კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციას, მიმწოდებელს ან/და პრეტენდენტს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.
2. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსა და შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების მიზნით, სისტემის მეშვეობით სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით .
3. სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსა და შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სააგენტოსათვის ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სისტემაში შენახვას წარდგენიდან არანაკლებ 3 წლის ვადით.
4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.
დანართი
აფიდავიტის
ფორმა
და
პირობები
აფიდავიტი
სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე
გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვადასტურებ, რომ:
ჩემ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისგან დამოუკიდებლად;
მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ჩემსა და კონკურენტს შორის არ წარმოებულა კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
სატენდერო წინადადების ფასი, მისი გამოთვლის მეთოდი, კოეფიციენტი ან ფორმულა;
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური/ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაოდენობა/მოცულობა ან/და მიწოდების დეტალები, რომელთაც ეხება სატენდერო წინადადება;
სატენდერო წინადადების წარდგენა/დაზუსტება ან წარდგენისგან/დაზუსტებისგან თავის შეკავება;
ისეთი სატენდერო წინადადების/დაზუსტებული წინადადების წარდგენა, რომელიც არ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს.
სატენდერო წინადადება ან მისი კომპონენტი პრეტენდენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გაუმჟღავნებია ან/და არ გაუმჟღავნებს კონკურენტს სატენდერო წინადადების (მისი შესაბამისი კომპონენტის) განსაჯაროების მომენტამდე;
ჩემთვის ცნობილია აფიდავიტის მიზნებისთვის ტერმინის „კონკურენტი“ მნიშვნელობა (ნებისმიერი პირი, რომელიც არის ან შესაძლებელია იყოს პრეტენდენტი ამ ტენდერში);
სატენდერო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს;
სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი ინფორმაცია შექმნილია/მოპოვებულია კეთილსინდისიერად;
სათანადოდ უფლებამოსილი ვარ პრეტენდენტის მიერ, ხელი მოვაწერო აფიდავიტს და წარვადგინო ეს სატენდერო წინადადება;
ნებისმიერი პირი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია სატენდერო წინადადებაზე, სათანადოდ უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ;
აფიდავიტის პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
გავეცანი აფიდავიტის პირობებს, ვეთანხმები მას და ვადასტურებ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობას.
თანხმობა
სახელმწიფო შესყიდვების მიზნებისთვის, აფიდავიტი წარმოადგენს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი, პრეტენდენტის სახელით, ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობაზე. აფიდავიტით განსაზღვრული პირობების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლის შესაბამისა