1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს შესაბამის შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად.

2. შესყიდვის დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევისთვის ან/და შესყიდვის შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვისა და განხორციელებისთვის განსაზღვრული საფასურის ოდენობა არ შეიძლება იყოს 1 000 (ათასი) ლარზე ნაკლები. საფასურის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება შესაბამის შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით.

3. შესყიდვის შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვისა და განხორციელებისას ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მოქმედებს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით და იგი შეზღუდულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით შემსყიდველი ორგანიზაციისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

4. ამ მუხლის შესაბამისად დასადები თითოეული კონკრეტული ხელშეკრულების არსებითი და სხვა დამატებითი პირობები, მათ შორის მხარეთა უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე მისი დადებისა და შესრულების პროცედურული საკითხები, განისაზღვრება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი