1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, ძირითადი დროის განმავლობაში პრეტენდენტი უფლებამოსილია, რამდენჯერმე შეამციროს წინადადების ფასი, წინა შეთავაზებულ ფასთან შედარებით არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.
2. დამატებით რაუნდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელმაც ძირითად დროში, დადგენილი წესით, წარადგინა სატენდერო წინადადება. პირველ დამატებით რაუნდში შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება პრეტენდენტთა მიერ ძირითად დროში წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. კერძოდ, პირველ დამატებით რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ძირითად დროში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. დამატებით რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის.
3. სისტემა ძირითად დროში უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. პრეტენდენტების რაოდენობა და წინადადების ფასები საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დაწყების მომენტიდან. პრეტენდენტთა ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია საჯარო ხდება დამატებითი რაუნდების დასრულებისთანავე.
4. დამატებითი რაუნდების დასრულებისთანავე სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს პრეტენდენტთა (არსებობის შემთხვევაში) რიგითობას ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტი სისტემაში მიუთითებს წინადადების ყველაზე დაბალ თანაბარ ფასს, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.
5. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან იღებს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ წესის მე-18 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისა