1. თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით, პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარდგენით ეთანხმება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ფიქსირებულ ფასს.
2. წინადადებების წარდგენის ეტაპზე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულებისთანავე.
3. წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც წინადადებების წარდგენის ეტაპზე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (არსებობის შემთხვევაში).
4. წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია აფასებს კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში