1. სატენდერო დოკუმენტაცია, ამ მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია ითვალისწინებდეს ხელშეკრულების არაგამარჯვებულ პრეტენდენტთან (მიმწოდებელთან) დადების შესაძლებლობას.

2. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, არაგამარჯვებული პრეტენდენტისგან (მიმწოდებლისგან) სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით, მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, სახელმწიფო შესყიდვისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, უფლებამოსილია სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე, კონკრეტული შესყიდვის აუცილებლობისთვის საჭირო მოცულობის შესაბამისი მარკის საწვავი შეისყიდოს არაგამარჯვებული პრეტენდენტისგან (მიმწოდებლისგან), რომელიც ბაზრის კვლევის შედეგად შესთავაზებს მას ყველაზე დაბალ ფასს, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებული პრეტენდენტის ავტოგასამართი სადგურიდან დაშორებულია 15 კმ-ზე მეტი მანძილით;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი მარკის საწვავის გამარჯვებული პრეტენდენტისგან შესყიდვა გამოიწვევს უფრო მეტ დანახარჯს, ვიდრე ამ საწვავის არაგამარჯვებული პრეტენდენტისგან (მიმწოდებლისგან) შესყიდვ