1. კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სატენდერო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან გონივრულ ვადაში, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.
2. წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს:
ა) ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს – თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით;
ბ) ყველა პრეტენდენტს – თუ კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაშ