1. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფისთვის წინადადებების მომზადება;
ბ) ნორმატიული და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ, სააგენტოში წარმოდგენილ კორესპონდენციაზე საერთო პოზიციის კოორდინირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ფუნქციის შესრულებისას სააგენტოს ერთიანი პოზიციის შემუშავების კოორდინირება;
ვ) სააგენტოს ცხელ ხაზზე, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, შემოსულ იმ ზარებზე პასუხის გაცემა და კონსულტაციის გაწევა, რომლებზე პასუხიც აღემატება სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) კომპეტენციას, აგრეთვე კონსულტაციის გასაწევად აუცილებელი ინფორმაციის სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან/ქვედანაყოფიდან მოძიება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;
თ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული სამართალშემოქმედებითი და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებული, სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ფუნქციების შესრულება.
2. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პასუხობს სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ იმ ტიპის ზარებს, რომლებზე პასუხიც აღემატება სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) კომპეტენციას, აგრეთვე სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან/ქვედანაყოფისგან მოიძიებს კონსულტაციის გასაწევად აუცილებელ ინფორმაციას;
ზ) კოორდინაციას უწევს შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ფუნქციის შესრულებისას სააგენტოს ერთიანი პოზიციის შემუშავებას;
თ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;
ი) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
კ) კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარესთან, კურატორ თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;
ლ) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
მ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
ო) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
პ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
ბ) ამზადებს ნორმატიული და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
დ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სააგენტოში წარმოდგენილ კორესპონდენციაზე საერთო პოზიციის შემუშავებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ზ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
5. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს სპეციალისტი:
ა) ამზადებს სამმართველოსთვის განკუთვნილ კორესპონდენციას;
ბ) ამზადებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციებზე პასუხის პროექტებს;
გ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტებს, მონაწილეობას იღებს ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებაში;
დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
სასწავლო ცენტ