1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სააგენტოს წარმომადგენლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

ბ) თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სააგენტოს სახელით საერთაშორისო და ადგილობრივი დონის ღონისძიებებში/პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა;

გ) საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, სააგენტოს ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;

დ) ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროგრამებში/პროექტებში სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმების შემუშავება, ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესრულების ანგარიშების მომზადება;

ე) სახელმწიფო შესყიდვების სფეროს შემდგომ განვითარებასთან, აგრეთვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებებისა და ინიციატივების შემუშავება დონორი ორგანიზაციების წინაშე წარდგენის მიზნით;

ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროექტებისა და ცალკეული ინიციატივების განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციებისაგან დაფინანსების მოძიებაზე მუშაობა;

ზ) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული შესაბამისი პროექტებისა თუ ინიციატივების მართვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ) სასწავლო ვიზიტების ორგანიზება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;

ი) სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს დაახლოება და თანამშრომლობა;

კ) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან გასაგზავნი დოკუმენტებისა და საქმიანი კორესპონდენციის შემუშავება, თარგმნა;

ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

მ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.

3. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამსახურის თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამსახურში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ ახორციელებს სამსახურისთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) თავმჯდომარეს და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს. ასევე კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სახელით მონაწილეობას იღებს საერთაშორისო მოლაპარაკებებში;

ი) თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

5. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივი დონის ღონისძიებებში/პროგრამებში/პროექტებში;

გ) საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე მონაწილეობს სააგენტოს ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, მემორანდუმების, გეგმების, ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში;

დ) მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის შედგენაზე, კოორდინაციას უწევს ვალდებულებების შესრულებას და ამზადებს ვალდებულებების შესრულების ანგარიშს;

ე) მუშაობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებებისა და ინიციატივების შემუშავებისთვის;

ვ) მუშაობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციებისაგან დაფინანსების მოძიების საკითხზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულებას;

თ) მონაწილეობას იღებს სამუშაო შეხვედრების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში;

ი) ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს დაახლოებასა და თანამშრომლობას;

კ) ამზადებს, თარგმნის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან გასაგზავნ დოკუმენტებს;

ლ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი:

ა) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საპროექტო წინადადებებისა და ინიციატივების შემუშავებაში;

ბ) ამზადებს, თარგმნის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან გასაგზავნ დოკუმენტებს;

გ) მონაწილეობას იღებს საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში სააგენტოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის შედგენაში, ვალდებულებების შესრულების კოორდინაციასა და ვალდებულებების შესრულების ანგარიშების მომზადებაში;

დ) მონაწილეობას იღებს სამუშაო შეხვედრების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში;

ე) მონაწილეობას იღებს დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინაციასა და მონიტორინგში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს დაახლოებისა და თანამშრომლობის პროცესში;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თუ სამუშაო ჯგუფებთან;

თ) საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივი დონის პროექტებში;

ი) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

თავი IX

გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახუ