1. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, კოორდინაციას უწევს სხვადასხვა საჯარო, კერძო დაწესებულებასთან და არასამთავრობო სექტორებთან სააგენტოს ურთიერთობას;

ბ) ამზადებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას და, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, აწვდის მას მასმედიასა და საზოგადოებას;

გ) აანალიზებს მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და წარუდგენს მას თავმჯდომარეს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს და ორგანიზებას უწევს სააგენტოს მიერ გასამართ პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, უზრუნველყოფს ამ ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღებას, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში აახლებს ინფორმაციას სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;

ზ) აღრიცხავს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააგენტოში შემოსულ განცხადებებს;

თ) ამზადებს სააგენტოს მიერ წარსადგენ და გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშს;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, განიხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც გამომდინარეობს საზოგადოებასთან ურთიერთობიდან;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

მ) შუამდგომლობს მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მოვალეობას, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სააგენტოს სხვა თანამშრომელ