1. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
ბ) სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვა და მართვა;
გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
ვ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ზ) სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზება;
თ) სააგენტოში საარქივო საქმიანობის ორგანიზება;
ი) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) თავმჯდომარის საქმიანობის ხელშეწყობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ო) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.
3. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამუშაოს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;
თ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
მ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელ