1. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
ბ) სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვა და მართვა;
გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
ვ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;
ი) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;
ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;
ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ნ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს ბუღალტერი:
ა) აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას;
ბ) საბანკო და სახაზინო გადარიცხვებისთვის ამზადებს საგადახდო დავალებას;
გ) ამზადებს შემოსავლისა და გასავლის ორდერებს;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაცემას;
ე) ავსებს საგადასახადო დეკლარაციებს როგორც მთლიანი, ასევე ყოველთვიური განაცემის შესახებ თანამშრომლების მიხედვით;
ვ) ამზადებს ანგარიშგებებს;
ზ) უზრუნველყოფს სტატისტიკური ფორმების შევსებასა და გადაგზავნას;
თ) აღრიცხავს ძირითად საშუალებებს და აწარმოებს საამორტიზაციო ანარიცხებს;
ი) ატარებს ძირითადი საშუალებების, საქონლის, მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან დაკავშირებულ ბუღალტრულ საბუთებს;
კ) ადარებს საწყობში არსებულ და საბუღალტრო პროგრამაში გატარებულ საქონლის ნაშთებს;
ლ) საბუღალტრო პროგრამაში ატარებს ყოველდღიურ საბუღალტრო ოპერაციებს;
მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა აქვს შესაბამის დაწესებულებებთან;
ო) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
პ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ ფინანსურ და საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
5. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ლოგისტიკის მენეჯერი):
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების შეფასებას, ჩამოწერასა და გადაცემას;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლს;
ე) ორგანიზებას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მასთან დაკავშირებულ საპროექტო სამუშაოებს;
ვ) სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის შედგენის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს სამმართველოს უფროსს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობასა და კონტროლს;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურ ფასეულობათა გაცემას;
ი) კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვას;
კ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას;
ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
მ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ ლოგისტიკასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
6. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი (შესყიდვების მენეჯერი):
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას, წარდგენასა და მასში ცვლილების შეტანას;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს სატენდერო/საკონკურსო პროცედურებს, ასრულებს სააგენტოს სატენდერო/საკონკურსო კომისიის აპარატის ფუნქციებს;
დ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების, მასში ცვლილების შეტანის პროექტს;
ე) დადგენილი წესით, წარადგენს ანგარიშგებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა აქვს შემსყიდველ ორგანიზაციებთან და მიმწოდებლებთან;
ზ) თანამშრომლობს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან;
თ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ი) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, სამმართველოს უფროსის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
7. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს მძღოლი:
ა) უზრუნველყოფს თავმჯდომარის გადაადგილებას;
ბ) უზრუნველყოფს მისთვის გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად ექსპლუატაციას და მისი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში აცნობებს სამმართველოსა და დეპარტამენტის უფროსებს;
გ) ასრულებს თავმჯდომარის ან, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ დაკისრებულ ცალკეულ ფუნქციებ