1. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.დ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ვ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე.ზ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.თ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
ე.ი) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;
მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემების ცოდნა;
ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ე) უცხოური ენის ცოდნ