1. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.დ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.ვ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.ზ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე.თ) საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;

ე.ი) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ვ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;

მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) საბუღალტრო პროგრამა „ორისის“, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემების ცოდნა;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხოური ენის ცოდნ