1. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;

ბ) სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვა და მართვა;

გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება;

დ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

ვ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

ი) თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს ბუღალტერი:

ა) აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას;

ბ) საბანკო და სახაზინო გადარიცხვებისთვის ამზადებს საგადახდო დავალებას;

გ) ამზადებს შემოსავლისა და გასავლის ორდერებს;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაცემას;

ე) ავსებს საგადასახადო დეკლარაციებს, როგორც მთლიანი, ასევე ყოველთვიური განაცემის შესახებ თანამშრომლების მიხედვით;

ვ) ამზადებს ანგარიშგებებს;

ზ) უზრუნველყოფს სტატისტიკური ფორმების შევსებასა და გადაგზავნას;

თ) აღრიცხავს ძირითად საშუალებებს და აწარმოებს საამორტიზაციო ანარიცხებს;

ი) ატარებს ძირითადი საშუალებების, საქონლის, მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან დაკავშირებულ ბუღალტრულ საბუთებს;

კ) ადარებს საწყობში არსებულ და საბუღალტრო პროგრამაში გატარებულ საქონლის ნაშთებს;

ლ) საბუღალტრო პროგრამაში ატარებს ყოველდღიურ საბუღალტო ოპერაციებს;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ურთიერთობა აქვს შესაბამის დაწესებულებებთან;

ო) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

პ) ასრულებს თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ ფინანსურ და საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ლოგისტიკის მენეჯერი):

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვას;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების შეფასებას, ჩამოწერასა და გადაცემას;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლს;

ე) ორგანიზებას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მასთან დაკავშირებულ საპროექტო სამუშაოებს;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის შედგენის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს სამმართველოს უფროსს;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობასა და კონტროლს;

თ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურ ფასეულობათა გაცემას;

ი) კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვას;

კ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას;

ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

მ) ასრულებს თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ ლოგისტიკასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი (შესყიდვების მენეჯერი):

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას, წარდგენასა და მასში ცვლილების შეტანას;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს სატენდერო/საკონკურსო პროცედურებს, ასრულებს სააგენტოს სატენდერო/საკონკურსო კომისიის აპარატის ფუნქციებს;

დ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების, მასში ცვლილების შეტანის პროექტს;

ე) დადგენილი წესით, წარადგენს ანგარიშგებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ურთიერთობა აქვს შემსყიდველ ორგანიზაციებთან და მიმწოდებლებთან;

ზ) თანამშრომლობს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან;

თ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ი) ასრულებს თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის, სამმართველოს უფროსის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

7. ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველოს მძღოლი:

ა) უზრუნველყოფს თავმჯდომარის გადაადგილებას;

ბ) უზრუნველყოფს მისთვის გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად ექსპლუატაციას და მისი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში აცნობებს სამმართველოსა და დეპარტამენტის უფროსებს;

გ) ასრულებს თავმჯდომარის ან, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ დაკისრებულ ცალკეულ ფუნქციებ