1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის სრულყოფა;
გ) ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სააგენტოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ე) შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;
ი) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ფუნქციების შესრულება.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;
ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;
ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ნ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
ბ) ამზადებს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ) ახორციელებს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სააგენტოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას;
დ) ატარებს ადმინისტრაციული წარმოებას შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ზ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი:
ა) ამზადებს სამმართველოსთვის განკუთვნილ კორესპონდენციას;
ბ) ამზადებს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტებს, მონაწილეობას იღებს ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებაში;
გ) ატარებს ადმინისტრაციული წარმოებას შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს მხარეებს, ამზადებს ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებ