1. სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სტრატეგიული მიზნებიდან და დასახული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდოლოგიური და მეთოდურ-პრაქტიკული მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ტრენინგების, სემინარებისა და სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, ამ ღონისძიებათა გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაცემა;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო ტურებისა და ვიზიტების, სხვა სახის სასწავლო პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის საქმიანობისთვის ხელშეწყობა გამოცდების, ატესტაციის, გასაუბრებისა და ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებაში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროექტებთან და აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობის დამყარება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

თ) თავმჯდომარის ან კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. სასწავლო ცენტრი, თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.

3. სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც:

ა) წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს ცენტრის თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს ცენტრის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს ცენტრში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს ცენტრისთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) თავმჯდომარესა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/სასწავლო ცენტრს;

ი) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას ცენტრის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

4. სასწავლო ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მოვალეობას, ცენტრის დირექტორის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

5. სასწავლო ცენტრის მთავარი სპეციალისტი:

ა) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, სასწავლო-მეთოდოლოგიურ მასალებს, მეთოდურ-პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს, კალენდარულ გეგმებსა და სხვა დოკუმენტაციას;

ბ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ტრენინგების, სემინარებისა და სხვა სასწავლო სახის პროექტების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში, ამ ღონისძიებათა გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაცემას;

გ) შეიმუშავებს სააგენტოს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა სახის სასწავლო პროგრამებს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელს უწყობს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს გამოცდების, ატესტაციის, გასაუბრებისა და ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებაში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით, ურთიერთობას ამყარებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროექტებთან და აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. სასწავლო ცენტრის სპეციალისტი:

ა) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების, მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და სხვა დოკუმენტაციის შემუშავებაში;

ბ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ტრენინგების, სემინარებისა და სხვა სასწავლო სახის პროექტების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში, ამ ღონისძიებათა გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაცემას;

გ) ორგანიზებას უწევს სააგენტოს თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა სახის სასწავლო პროგრამების განხორციელებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელს უწყობს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს გამოცდების, ატესტაციის, გასაუბრებისა და ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებაში;

ე) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

თავი VII

ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენ