1. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზება;
ბ) სააგენტოში საარქივო საქმიანობის ორგანიზება;
გ) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) თავმჯდომარის საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;
ზ) თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;
ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;
ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;
ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში საქმისწარმოებას;
ბ) დადგენილი წესით იღებს, ამუშავებს და აგზავნის, სისტემატიზაციას უკეთებს და არეგისტრირებს სააგენტოს ოფიციალურ კორესპონდენციას;
გ) დროულად წარუდგენს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციას თავმჯდომარეს ან/და, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) არეგისტრირებს და სისტემატიზაციას უკეთებს თავმჯდომარის განკარგულებებს (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული აქტებისა);
ე) უზრუნველყოფს საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების შენახვისა და გამოყენების კონტროლს;
ვ) ასრულებს თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
5. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი:
ა) დახმარებას უწევს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს საქმიანობაში;
ბ) დადგენილი წესით იღებს, ამუშავებს და აგზავნის, სისტემატიზაციას უკეთებს და არეგისტრირებს სააგენტოს ოფიციალურ კორესპონდენციას;
გ) დროულად წარუდგენს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციას თავმჯდომარეს ან/და, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) არეგისტრირებს და სისტემატიზაციას უკეთებს თავმჯდომარის განკარგულებებს (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული აქტებისა);
ე) ასრულებს თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
6. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი (არქივარიუსი):
ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში საარქივო საქმიანობას;
ბ) ღებულობს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დოკუმენტებს, აღრიცხავს არქივში და უზრუნველყოფს მათ დაცვას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის არქივში დაცული დოკუმენტების გადაცემას, მათი დროულად დაბრუნების კონტროლსა და აღრიცხვას;
დ) ქმნის და სისტემატურად აუმჯობესებს არქივის დოკუმენტების საცნობარო კატალოგს;
ე) ამზადებს დოკუმენტებს ეროვნული საარქივო ფონდისთვის გადასაცემად, შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) ასრულებს თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ არქივარიუსის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
7. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი (ცხელი ხაზის ოპერატორი):
ა) პასუხობს სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს და, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციას უწევს ზარის განმახორციელებელს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის თუ სიახლის შესახებ;
ბ) ამისამართებს ზარის განმახორციელებელს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან, თუ კონსულტაციის გაწევა აღემატება მისი კომპეტენციის ფარგლებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, პასუხობს სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კითხვებს ან ამისამართებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, თუ კითხვაზე პასუხის გაცემა აღემატება მისი კომპეტენციის ფარგლებს;
დ) აკონტროლებს სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ წერილებს, კანცელარიაში დასარეგისტრირებლად უგზავნის მათ სამმართველოს მთავარ ან წამყვან სპეციალისტს;
ე) აღრიცხავს ხშირად დასმულ კითხვებს და პერიოდულად წარუდგენს მათ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
ვ) ასრულებს თავმჯდომარის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
8. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი (თავმჯდომარის მდივანი):
ა) ორგანიზებას უწევს თავმჯდომარის ყოველდღიურ საქმიანობას, ადგენს მისი საქმიანობის დღის განრიგს;
ბ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს თავმჯდომარის შეხვედრებს, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს შეხვედრის ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტებს;
გ) ორგანიზებას უწევს თავმჯდომარის მიერ სააგენტოს თანამშრომლების, სტუმრებისა და სხვა პირების მიღებას;
დ) კოორდინაციას უწევს თავმჯდომარის მიერ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემასა და მათ შესრულებას;
ე) თავმჯდომარის დავალებით, ამზადებს შესაბამის კორესპონდენციას;
ვ) თავმჯდომარის დავალებით, პასუხობს სატელეფონო ზარებს, ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ წერილებს და ურთიერთობს დაინტერესებულ პირებთან;
ზ) ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახუ