1. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის, პრობლემატიკისა და ტენდენციების, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის სისტემატური შესწავლა და ანალიზი;

ბ) ბიზნეს ანალიტიკის სისტემის (Business Intelligence), სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სააგენტოში არსებული ანალიტიკური ინსტრუმენტების გაუმჯობესება და ახალი ინსტრუმენტების დანერგვა;

დ) რისკფაქტორების იდენტიფიცირება, ანალიზი, მათი, გამოვლენის ეფექტიანი სისტემის შექმნა, პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სააგენტოს ყოველწლიური და პერიოდული ანგარიშების, ასევე სხვადასხვა სახის გამოცემებისა და სახელმძღვანელოების მომზადება;

ვ) სააგენტოს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ზ) მეთოდური, პრაქტიკული და ტექნოლოგიური რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების მომზადება და გავრცელება;

თ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის, სხვა ვებრესურსების, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის განვითარების მიზნით, ახალი ელექტრონული სერვისების, მომსახურების სახეობების შექმნა-შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა;

ი) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ხელშეწყობა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის პროცესში, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/სამსახურის წარმომადგენლობა;

ლ) უფლებამოსილების ფარგლებში, ანალიტიკური სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

მ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ანალიტიკური სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. ანალიტიკური სამსახური, თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.

3. ანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამსახურის თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამსახურში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამსახურისთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს;

ი) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ანალიტიკური სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

5. ანალიტიკური სამსახურის ანალიტიკოსი:

ა) შეისწავლის და ანალიზს უკეთებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ მდგომარეობას, პრობლემატიკას, ტენდენციებსა და სახელმწიფო შესყიდვების ბაზარს;

ბ) შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს ბიზნეს ანალიტიკის სისტემის (Business Intelligence), სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სერვისებისა და სხვა ვებრესურსების განვითარების თაობაზე;

გ) მონაწილეობას იღებს სააგენტოში არსებული ანალიტიკური ინსტრუმენტების გაუმჯობესებასა და ახალი ინსტრუმენტების დანერგვაში;

დ) შეიმუშავებს რეკომენდაციას რისკფაქტორების იდენტიფიცირების, ანალიზის, მათი, გამოვლენის ეფექტიანი სისტემის შექმნის, პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ;

ე) მონაწილეობას იღებს სააგენტოს ყოველწლიური და პერიოდული ანგარიშების, სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის გამოცემების მომზადებაში;

ვ) მონაწილეობას იღებს სააგენტოს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდებს სააგენტოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის პროცესში მათთვის საჭირო ინფორმაციას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/სამსახურს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ი) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და ანალიტიკური სამსახურის უფროსის მიერ ანალიტიკური სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

თავი XI

კონსოლიდირებული ტენდერების სამსახუ