1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და თანამშრომლები, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას, თანამშრომლობენ სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან.

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და თანამშრომლები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ ერთმანეთს საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში.

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გაუწიოს დახმარება სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულს ან თანამშრომელს.

4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელი უფლებამოსილია, დახმარების თხოვნით მიმართოს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულს ან თანამშრომელს, თუ:

ა) მას არ გააჩნია საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია (დოკუმენტი) და ეს ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში ან თანამშრომელთან;

ბ) მისი ფუნქციების შესრულებას სჭირდება სააგენტოს სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის ცოდნა ან უნარ-ჩვევები;

გ) მას არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი მოქმედება სხვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების გამო.

5. დახმარებად არ ჩაითვლება:

ა) ზემდგომი ან ქვემდგომი თანამშრომლის რაიმე თხოვნის შესრულება;

ბ) ნებისმიერი მოქმედება, რომლის შესრულება წარმოადგენს სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის ვალდებულებას.

6. სტრუქტურული ერთეული ან თანამშრომელი უფლებამოსილია, უარი თქვას დახმარების გაწევაზე, თუ:

ა) ეს სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს;

ბ) დახმარების გაწევა გამოიწვევს მისი ძირითადი ფუნქციების შესრულების შეფერხებას;

გ) დახმარების გაწევა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

7. თუ სტრუქტურული ერთეული ან თანამშრომელი უარს აცხადებს დახმარების გაწევაზე, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ზემდგომ თანამდებობის პირს.

8. თუ სტრუქტურული ერთეულები და თანამშრომლები ვერ თანხმდებიან დახმარების გაწევაზე, მათ შორის დავას წყვეტს საერთო ზემდგომი თანამდებობის პირ