1. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი:

ა) კოორდინაციას უწევს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მინიმალური მოთხოვნების შესრულებას;

ბ) ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულებას;

გ) აღწერს ინფორმაციულ აქტივებსა და მათ წვდომას;

დ) კოორდინაციას უწევს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადების, განხილვის, დამტკიცებისა და გადახედვის პროცესს;

ე) კოორდინაციას უწევს ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, მონიტორინგს უწევს ინციდენტებზე რეაგირებას;

ვ) ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას და წარუდგენს ამ გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშის თავმჯდომარესა (ან/და მის მიერ განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს) და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს;

ზ) ახორციელებს ანგარიშგებას ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე და წარმართავს სხვა სახის ადმინისტრაციულ/საორგანიზაციო საქმიანობას;

თ) იღებს გადაწყვეტილებას მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დახმარების ჯგუფის მიერ ორგანიზაციის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალი საგნის წვდომის შესაძლებლობის/შეუძლებლობის შესახებ;

ი) ორგანიზებას უწევს და უტარებს სააგენტოს თანამშრომლებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად და დარგობრივ ტრენინგებს;

კ) ხელს უწყობს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის პროცესს;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, განიხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას უკეთებს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ო) ასრულებს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს;

პ) შუამდგომლობს მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ჟ) ასრულებს თავმჯდომარის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, თავმჯდომარის მოადგილის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

2. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის მოვალეობას, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სააგენტოს სხვა თანამშრომელი.

თავი XIII

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლო