ინფორმაციული უსაფრთხოების მენჯერი უზრუნველყოფს სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდაჭერას და პასუხისმგებელია ინფორმაციული უსაფრთხოების მუდმივ გაუმჯობესებაზე. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შედგენა;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის მომზადება;
გ) ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;
დ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ე) ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირება;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება;
თ) სააგენტოს თავმჯდომარის მითითებების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ