ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს შრომის შინაგანაწესის შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;
ბ) შრომის შინაგანაწესის შესრულებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენა და თავიდან აცილება;
გ) თავმჯდომარის ბრძანებით სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;
დ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
ე) სააგენტოში კადრების აღრიცხვა და მონიტორინგი, მათ შორის, თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავება;
ვ) სააგენტოს თანამშრომლების დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულების და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად, სტაჟიორად დანიშვნისათვის კონკურსის ჩატარების ორგანიზება და სტაჟირების გავლის კონტროლი, სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობა;
ი) სააგენტოში თანამშრომელთა მუშაობის დამადასტურებელი ცნობების, სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
კ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ლ) სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება, კადრების რეზერვის შექმნა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
ნ) სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინტერესებული მხარისათვის გაცნობა, სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტების საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის“ გამოსაქვეყნებლად წარდგენა;
ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და თავმჯდომარის აქტების შესრულების მონიტორინგი;
პ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება, საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვისა და არქივისათვის გადაცემის (დაარქივება) ორგანიზება;
ჟ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირება;
რ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და აგრეთვე სოციალური ქსელის გვერდის ადმინისტრირება; სააგენტოს ვებგვერდზე სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის განთავსება;
ს) ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (my.gov.ge) ცნობადობის გაზრდაზე, პოპულარიზაციასა და სააგენტოს იმიჯის ამაღლებაზე ზრუნვა;
ტ) სააგენტოს საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოება და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
უ) სააგენტოში შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, სააგენტოს ქონებისა და თანამშრომელთა ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სააგენტოს სარგებლობაში არსებულ შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის კონტროლი;
ფ) სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;
ქ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სააგენტოს წარმომადგენლობა და მისი კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ღ) სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით, კვლევებისა და ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების, მათ შორის რეკომენდებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების თემებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების, აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა კანონმდებლობის კვლევა და სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი;
ყ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მათ შორის, პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
შ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან, ასევე ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან თანამშრომლობა, მათთან ურთიერთობისას სააგენტოს საქმიანობის კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორთა მხარდაჭერით სააგენტოში მიმდინარე პროექტების შესრულებაზე მონიტორინგი;
ჩ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა და საქართველოს მიღწევების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ც) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება, სააგენტოს საქმიანობის კვარტლური და წლიური ანგარიშების შექმნ