სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები/სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ:
ა) სააგენტოს მიზნების, ამოცანების, საქმიანობის პრიორიტეტების შესაბამისად, თავიანთი ფუნქციების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის მიზნების, ამოცანების, საქმიანობის პრიორიტეტების პერიოდულ გადახედვას, ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადებასა და დადგენილი წესით ინიციირებას;
გ) სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ადამიანური რესურსების მოზიდვისა და განვითარების მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
დ) ხელმძღვანელობის პერიოდულ ინფორმირებას სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაში არსებული პრობლემების, საფრთხეების ან/და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის გეგმების შემუშავებასა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;
ვ) სააგენტოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის დავალებების, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების ჯეროვან და დროულ შესრულება