სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:
ა) საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით;
გ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფ