1. ელექტრონული სერვისების მიწოდებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, რომელიც ახორციელებს სასერვერო და სხვა ინფრასტრუქტურული აქტივების გამოყენებით მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურებებს, მათ შორის, უზრუნველყოფს ელექტრონული სერვისების გამართულად ფუნქციონირებას, შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება;
ბ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება.
2. ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) ყველა დაინტერესებული მხარისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის გამოყენებისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფრულების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაბამისი სტანდარტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) ინფრასტრუქტურული რესურსებით გამართვა და მისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან და დაინტერესებულ პირებთან ინფრასტრუქტურული კავშირის გამართულობის უზრუნველყოფა მათი სერვისების გაციფრულებისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) ინტეგრაციის მიზნით;
ვ) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მონაცემთა გაცვლის ერთიანი სტანდარტის შემუშავება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) მდგრადობისა და უსაფრთხოების მიზნით სააგენტოს შიდაინფრასტრუქტურული გარემოს მონიტორინგი და გაუმჯობესების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და მისი წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის;
თ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება, გლობალური ქსელის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გათვალისწინებით;
ი) სააგენტოს მიერ მართულ ინფრასტრუქტურაში უნებართვო შეღწევისაგან მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა;
კ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების, მონაცემთა რეზერვირების და აღდგენის უზრუნველყოფა, აღდგენის გეგმის მომზადება და პერიოდული ტესტირება;
ლ) სასერვერო ცენტრების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მ) მომსახურების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა პირების შიდა და გარე კომპიუტერული ქსელისა და სერვერული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ნ) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.
3. ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მომსახურების გაწევის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერა