პროდუქტების მართვის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) ავტომატიზებული ბიზნესგადაწყვეტების (ელექტრონული სისტემების) დანერგვისა და გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს ინფორმაციული სისტემების სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი, ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;

გ) სააგენტოს ინფორმაციული სისტემების ფუნქციონალთან დაკავშირებული ინციდენტებისა და უკუკავშირის ანალიზი, მათ საფუძველზე რეკომენდაციებისა და ცვლილებების ინიციირება;

დ) ბიზნესპროცესებისა და არსებული მომსახურებების შესწავლა/ანალიზი, საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სისტემების შემდგომი განვითარების კონცეფციის შემუშავება;

ე) სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსის განვითარებისა და სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ვ) სააგენტოს თავმჯდომარის მითითებების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ