ტრენინგების მენეჯერის ფუნქციებია:
ა) სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოების სასწავლო კურსების ანალიზი და ელექტრონული სწავლების სისტემაში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა/უზრუნველყოფა;
ბ) ელექტრონული სწავლების სისტემის მომხმარებლების უფლება-მოვალეობების პოლიტიკის განსაზღვრა და სისტემის გამოყენების პროცესის მონიტორინგი;
გ) ელექტრონული სწავლების სფეროში ინოვაციური ელექტრონული რესურსების მოძიება, მათი გამოყენების პრაქტიკის ანალიზი, სააგენტოში დანერგვის ხელშეწყობა და მონიტორინგი;
დ) სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, ელექტრონული სწავლების სისტემაში ტესტირების ელექტრონული ფორმით ორგანიზება და ჩატარება;
ე) ელექტრონული სწავლების სისტემასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავების უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს თავმჯდომარის მითითებების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ