პრობლემებზე რეაგირებისა და ცვლილებების მენეჯერის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მიერ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას საოპერაციო გარემოში ინციდენტების მართვის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საოპერაციო გარემოში ინციდენტების მართვის უზრუნველყოფისათვის საჭირო კოორდინაციის განხორციელება;
გ) სააგენტოს ინფორმაციული სისტემებისა და ინფრასტრუქტურული კომპონენტების წარმადობის შეფასების პარამეტრების დადგენა და მისი მაჩვენებლების პერიოდული შეფასება სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურას ან/და ინფორმაციულ სისტემაში ცვლილების ინიციირება და მისი შესრულების შემდგომი მონიტორინგი;
ე) სააგენტოს თავმჯდომარის მითითებების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ