მომხმარებლებთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში მომხმარებლებისა და სააგენტოს მომსახურების მიმღებ პირთა საჭიროების ანალიზი და შედეგების შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმირება;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, საფრთხეების იდენტიფიცირება და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა;

გ) სააგენტოს მომსახურებებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა წრეში;

დ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლებისთვის მომხმარებლებთან ურთიერთობის შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

ე) IT ინფრასტრუქტურული პროექტების სპეციფიკაციების და ტექნიკური დავალების შემუშავება;

ვ) მომსახურების ცვლილებისა და შემდგომი გაუმჯობესების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;

ზ) სააგენტოს მომსახურების ფარგლებში არსებული განმეორებადი ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურული ცვლილების ინიციირება, დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;

თ) სააგენტოს თავმჯდომარის მითითებების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი V. სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტროლი, სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაც