ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება (მათ შორის, ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვისთვის), შესაბამისი პროექტების მართვა, ბიზნესპროცესების ანალიზი, ელექტრონული სერვისების შექმნა და მათი დანერგვა;

ბ) ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფრულების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაბამისი სტანდარტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის ჩარჩოს შემუშავებისა და დანერგვის კოორდინაცია;

დ) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სტანდარტის შემუშავების კოორდინაცია;

ე) ელექტრონული სერვისების განვითარების, ასევე ახალი ელექტრონული სერვისების დანეგვის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსის ყოველწლიურად წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიური მხარდაჭერა;

ზ) ხელშეკრულების საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით;

თ) ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“,-„დ“, „ზ“, „ლ“-„ნ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებ