1. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით;
ბ) ამზადებს განკარგულების პროექტებს სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესით დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ, ასევე ადამიანური რესურსებთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციას;
გ) აწარმოებს და აღრიცხავს სააგენტოს თანამშრომელთა პირად საქმეებს;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებით;
ე) იღებს მეთოდურ-პრაქტიკულ კონსულტაციას საჯარო სამსახურის ბიუროსგან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისგან;
ვ) მონაწილეობას იღებს სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის შედგენაში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვას;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა ფუნქციებისა და საქმიანობის წესის, თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას, ამზადებს სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობის აღწერილობებს;
ი) შეიმუშავებს სააგენტოს შინაგანაწესის პროექტს;
კ) შეიმუშავებს და აანალიზებს სააგენტოს თანამშრომელთა სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ) დადგენილი წესით, უტარებს სააგენტოს თანამშრომლებს ატესტაციას;
მ) დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებას;
ნ) ორგანიზებას უწევს სააგენტოში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
ო) სისტემატიზაციას უკეთებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ თავმჯდომარის განკარგულებებს;
პ) ორგანიზებას უწევს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესაბამის ორგანოში წარდგენას;
ჟ) ამზადებს შრომითი ხელშეკრულების პროექტს;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, განიხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანურ რესურსებთან;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას უკეთებს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
უ) შუამდგომლობს მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;
ფ) ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მითითებებს;
ქ) ასრულებს თავმჯდომარის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, თავმჯდომარის მოადგილის მიერ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
2. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის მოვალეობას, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სააგენტოს სხვა თანამშრომელ