1. დავების განხილვის საბჭოს აპარატის (სამმართველოს) ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ფუნქციების შესრულება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურებზე კონსულტაციის გაწევა;

დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსისა და სამართალწარმოების სამმართველოს ინფორმირება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა არჩევნების ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/აპარატის (სამმართველოს) წარმომადგენლობა;

თ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის (სამმართველოს) საქმიანობასთან (გარდა საჩივრის განხილვასთან და გადაწყვეტასთან) დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

ი) თავმჯდომარის ან/და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის მიერ საბჭოში წარდგენილი საჩივრის განხილვასთან და გადაწყვეტასთან დაკავშირებული მითითებების შესრულება.

2. დავების განხილვის საბჭოს აპარატს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს აპარატის (სამმართველოს) საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს აპარატის (სამმართველოს) თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს აპარატის (სამმართველოს) თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია აპარატის (სამმართველოს) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს აპარატში (სამმართველოში), აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს აპარატისთვის (სამმართველოსთვის) დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს აპარატის (სამმართველოს) საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/აპარატს (სამმართველოს);

ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას აპარატის (სამმართველოს) თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს აპარატის (სამმართველოს) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს აპარატისთვის (სამმართველოსთვის) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ აპარატის (სამმართველოს) საქმიანობასთან (გარდა საჩივრის განხილვასთან და გადაწყვეტასთან) დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს;

ო) ასრულებს თავმჯდომარის ან/და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის მიერ საბჭოში წარდგენილი საჩივრის განხილვასთან და გადაწყვეტასთან დაკავშირებულ მითითებებს.

3. აპარატის (სამმართველოს) უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აპარატის (სამმართველოს) უფროსის მოვალეობას, აპარატის (სამმართველოს) უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს აპარატის (სამმართველოს) ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. დავების განხილვის საბჭოს აპარატის (სამმართველოს) მთავარი სპეციალისტი:

ა) წყვეტს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების დასაშვებობის საკითხს, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს საჩივრის დაზუსტების გადაწყვეტილებას;

ბ) ადგენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია აპარატის (სამმართველოს) საქმიანობასთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და აპარატის (სამმართველოს) უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/აპარატს (სამმართველოს) სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და აპარატის (სამმართველოს) უფროსის მიერ აპარატის (სამმართველოს) საქმიანობასთან (გარდა საჩივრის განხილვასთან და გადაწყვეტასთან) დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს;

ზ) ასრულებს თავმჯდომარის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის ან/და აპარატის (სამმართველოს) უფროსის მიერ საბჭოში წარდგენილი საჩივრის განხილვასთან და გადაწყვეტასთან დაკავშირებულ მითითებებს.

5. დავების განხილვის საბჭოს აპარატის (სამმართველოს) სპეციალისტი:

ა) იწვევს მხარეებს სხდომაზე, ამზადებს სხდომის ოქმებსა და სხვა დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში, ადგენს გადაწყვეტილებების პროექტებს;

ბ) მონიტორინგს უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და აწვდის შესაბამის ინფორმაციას აპარატის (სამმართველოს) უფროსს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია აპარატის (სამმართველოს) საქმიანობასთან;

დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და აპარატის (სამმართველოს) უფროსის მიერ აპარატის (სამმართველოს) საქმიანობასთან (გარდა საჩივრის განხილვასთან და გადაწყვეტასთან) დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის ან/და აპარატის (სამმართველოს) უფროსის მიერ საბჭოში წარდგენილი საჩივრის განხილვასთან და გადაწყვეტასთან დაკავშირებულ მითითებებს.

თავი VI

სასწავლო ცენტ