1. კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების (ePLAN) მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა;

გ) კონკურსის მეშვეობით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და არსებული დარღვევების გამოვლენა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ინფორმირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

თ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებს (ePLAN) და ავლენს არსებულ დარღვევებს;

ბ) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთულ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;

გ) მონიტორინგს უწევს კონკურსის მეშვეობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;

დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/მონიტორინგის დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ზ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

თ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი:

ა) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებს (ePLAN) და ავლენს არსებულ დარღვევებს;

ბ) მონიტორინგს უწევს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში ატვირთულ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;

გ) მონიტორინგს უწევს კონკურსის მეშვეობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს და ავლენს არსებულ დარღვევებს;

დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშებისა და კონკურსების მონიტორინგისას აღმოჩენილი შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ აცნობებს სამმართველოს უფროსს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

თავი V

იურიდიული დეპარტამენ