1. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.

2. თავმჯდომარის მოადგილე, კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს მისთვის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს ამ ერთეულების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს ამ სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ კორესპონდენციას (გარდა დავების განხილვის საბჭოს აპარატის (სამმართველოს) მიერ დავების განხილვასთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტებისა).

3. თავმჯდომარის მოადგილეებს შორის საზედამხედველო და საკოორდინაციო სფეროები ნაწილდება მათი დანიშვნისთანავე, შესაბამისი განკარგულებით.

4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.

5. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს განხილვაში მონაწილეობის შემდეგ, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს განხილვაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

6. თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მეორე მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მეორე მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – ერთ-ერთი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს თავმჯდომარე.

თავი III

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენ