1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და განვითარება;

ბ) სააგენტოში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა, ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის ახალი სერვისების შექმნა, მათი გამოყენების წესებისა და ნორმების შემუშავება;

გ) სააგენტოს საქმიანობისა და მიმდინარე ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის მიზნით, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;

დ) სააგენტოში სხვადასხვა სახის ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა, ადმინისტრირება და დაცვა;

ე) სააგენტოს კომპიუტერული, სატელეკომუნიკაციო და დაშვების კონტროლის ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ასევე ურთიერთკავშირის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებისა და ელექტრონული მონაცემთა ბაზების არსებული მდგომარეობის ანალიზი, მათ განვითარებაზე ზრუნვა;

ზ) კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება, კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება, უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება;

თ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) სააგენტოსთვის საჭირო სტატისტიკური და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა, ასევე მათი მომზადების მიზნით შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

კ) სააგენტოს ვებგვერდის მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ვებგვერდის სერვისებისა და შინაარსის განვითარება;

ლ) სააგენტოს თანამშრომელთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებასთან და სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მოხმარებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

პ) უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ჟ) თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს სააგენტოს დებულებით, ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობით და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის წინაშე.

3. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

გ) ანაწილებს სამუშაოს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის;

დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) თავმჯდომარესა და კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;

თ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

კ) შუამდგომლობს დეპარტამენტისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ლ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

მ) ასრულებს თავმჯდომარის ან/და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წამყვანი პროგრამისტი:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვას, მის გამართულ ფუნქციონირებასა და განვითარებას;

ბ) ქმნის და სრულყოფს სააგენტოში პროგრამულ საშუალებებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას;

გ) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს უწყობს სააგენტოში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა ორგანიზაციების შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას შორის კავშირის შექმნას;

დ) შეიმუშავებს პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურასა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გეგმებსა და მიდგომებს;

ე) ხელს უწყობს პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას;

ვ) იკვლევს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას;

ზ) იკვლევს კონკრეტული ამოცანისათვის მზა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;

ი) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

6. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი პროგრამისტი:

ა) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვაში;

ბ) ქმნის და სრულყოფს სააგენტოში პროგრამულ საშუალებებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას;

გ) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს უწყობს სააგენტოში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა ორგანიზაციების შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას შორის კავშირის შექმნას;

დ) მონაწილეობას იღებს პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიდგომების, გეგმების შემუშავებაში;

ე) ხელს უწყობს პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას;

ვ) იკვლევს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას;

ზ) იკვლევს კონკრეტული ამოცანისათვის მზა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობას;

თ) მართავს სააგენტოს ვებგვერდს, სხვა ვებრესურსებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ მუშაობას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;

კ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

7. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი:

ა) ყოველდღიურ მონიტორინგს უწევს და აფასებს სააგენტოს კომპიუტერულ სისტემებს;

ბ) ახდენს კომპიუტერულ ინციდენტების იდენტიფიცირებას და რეაგირებს მათზე;

გ) აანალიზებს კომპიუტერულ ინციდენტებსა და შეიმუშავებს უსაფრთხოების ზომებს, აღნიშნულის შესახებ ახორციელებს ანგარიშგებას;

დ) თანამშრომლობს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან;

ე) უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან მუდმივ კოორდინაციას სააგენტოს კომპიუტერულ სისტემებზე მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევის პირობებში, ასევე ამ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრის პროცესში;

ვ) წარადგენს სააგენტოს კომპიუტერული ინფრასტრუქტურის წარმადობის შესახებ პერიოდულ ანგარიშგებას;

ზ) აცნობს სააგენტოს თანამშრომლებს კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციის წესებს, უწევს მათ ტექნიკურ დახმარებას;

თ) აცნობს სააგენტოს თანამშრომლებს მათ ვალდებულებებს ინფორმაციის დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;

კ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

8. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორი:

ა) ხელს უწყობს სააგენტოში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ ფუნქციონირებას, შეიმუშავებს მათი გამოყენების წესებსა და ნორმებს;

ბ) ზრუნავს არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე;

გ) შეიმუშავებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებსა და მიდგომებს;

დ) შეიმუშავებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის არქიტექტურას;

ე) უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნას, განხორციელებასა და მათ შემდგომ განვითარებას;

ვ) იკვლევს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას;

ზ) მონიტორინგს უწევს სააგენტოს ინფრასტრუქტურაში დაცულ მონაცემთა ბაზებს, შეიმუშავებს და ტესტირებას უტარებს კოპირების მექანიზმებს, აწარმოებს სარეზერვო კოპიებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის აღდგენას;

თ) უზრუნველყოფს სააგენტოს ინფრასტრუქტურაში დაცული მონაცემთა ბაზების უსაფრთხოებას;

ი) სააგენტოს ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ქმნის და მონიტორინგს უწევს ინფრასტრუქტურის სარეზერვო სისტემას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;

ლ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სისტემური ადმინისტრატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

9. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ქსელის ადმინისტრატორი:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ლოკალური კომპიუტერული ქსელის, ასევე სხვა ქსელების მონტაჟსა და მათ შემდგომ ადმინისტრირებას;

ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, მონიტორინგს, ურთიერთკავშირს, უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას, ხარვეზების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ქსელების, ასევე ინტერნეტთან კავშირის ფორმირება-სრულყოფას, ურთიერთობს მომსახურების მომწოდებლებთან და აკონტროლებს ინტერნეტთან წვდომის ხარისხს;

დ) წარადგენს სააგენტოს ქსელური ინფრასტრუქტურის წარმადობის შესახებ პერიოდულ ანგარიშგებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ ქსელის ადმინისტრატორის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

თავი IV

მონიტორინგის დეპარტამენ