1. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საქმიანობაში თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის ინფორმაციული სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური მონიტორინგი და ადმინისტრირება;

ბ) სამსახურში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

გ) სამსახურის კომპიუტერული ტექნიკისა და ინფორმაციული სისტემების დანერგვის, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) ახალი ინფორმაციული სისტემების ინიცირება, საჭირო კრიტერიუმებისა და სათანადო ტექნიკური დავალებების შემუშავება, მათი შექმნა, დანერგვა და შემდგომი მხარდაჭერა;

ე) სამსახურის სხვა დეპარტამენტებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

ვ) გამოძიების პროცესში ელექტრონული მტკიცებულებების ამოღებისას და დამუშავებისას საგამოძიებო დეპარტამენტის მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამსახურის პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;

თ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

ი) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და მისი დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის პროცესში მონაწილეობა და პერიოდული ანგარიშის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის/კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისათვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

კ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება, მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა, რეკომენდაციების მომზადება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;

ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირება;

მ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ნ) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრობლობა;

ო) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

პ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ჟ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

რ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ტ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი