1. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საქმიანობაში თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;

გ) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა;

დ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებისას (ინსპექტირებისას) იდენტიფიცირებული, მონაცემთა დამუშავების პროცესში მონაწილე, ელექტრონული სისტემების/პროგრამების შემოწმების უზრუნველყოფა.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის ინფორმაციული სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური მონიტორინგი და ადმინისტრირება;

ბ) სამსახურში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

გ) სამსახურის კომპიუტერული ტექნიკისა და ინფორმაციული სისტემების დანერგვის, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) სამსახურის ახალი ინფორმაციული სისტემების ინიცირება, საჭირო კრიტერიუმებისა და სათანადო ტექნიკური დავალებების შემუშავება, მათი შექმნა, დანერგვა და შემდგომი მხარდაჭერა;

ე) სამსახურის სხვა დეპარტამენტებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კორესპონდენციის განხილვის, სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადების, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის ან სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელების დროს;

ვ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/უფლებამოსილი პირის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომპიუტერული სისტემების, უსაფრთხოების და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ტექნიკური აუდიტის (შემოწმება) განხორციელება და დასკვნების მომზადება;

ზ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;

თ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი და აღნიშნული კონტროლის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე/სავარაუდო დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური ფორმის დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;

კ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამსახურის პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;

ლ) სამსახურის ოფიციალური საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციონირების ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

მ) სამსახურის უფროსისა და მის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების და ამ ინფორმაციაზე წვდომის ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

ნ) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და მისი დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის პროცესში მონაწილეობა და პერიოდული ანგარიშის სამსახურის უფროსისათვის/კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისათვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ო) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება, მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა, რეკომენდაციების მომზადება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;

პ) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირება;

ჟ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

რ) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრობლობა;

ს) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ტ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

უ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

ფ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ღ) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ყ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინციდენტის შეტყობინების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება და სამსახურში ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შემოსული ინციდენტის შეტყობინებების ინციდენტის შეტყობინების მართვის ელექტრონული სისტემაში აღრიცხვა, ინციდენტის შესახებ მიღებული შეტყობინებების ანალიზი და შედეგების სამსახურის უფროსისათვის/კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისათვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

შ) ამ პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანალიზის შედეგების საფუძველზე, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ინციდენტის თაობაზე ინფორმაციის „პერსონალურ მონაცემთა დავის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გასაჯაროების შესახებ, წინადადებების მომზადება და სამსახურის უფროსისათვის/კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისათვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგად გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე შეადგინოს და წარუდგინოს სამსახურის უფროსს შესაბამისი ოქმი;

გ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებ