1. გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საჯარო და კერძო სექტორში, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური კონტროლი;

ბ) საჯარო და კერძო სექტორში, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;

გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებთან დაკავშირებით საჯარო სექტორის, კერძო სექტორისა და ფიზიკური პირების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

2. გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საჯარო და კერძო სექტორში, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმება (ინსპექტირება);

ბ) საჯარო და კერძო სექტორში, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

გ) სამსახურის უფროსისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გეგმური შემოწმების (ინსპექტირების), ასევე, გეგმური შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად გაცემული, სამსახურის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ  შემოწმების, დაწყებასთან, გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მიზნობრივი ჯგუფების, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, საჯარო და კერძო სექტორში, ასევე ფიზიკური პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;

თ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ი) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

კ)  სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

ლ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ნ) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის განხილვა;

პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისაგან;

ბ) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ფიზიკური პირისაგან, გეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით;

გ) მოიპოვოს ყველა საჭირო მტკიცებულება გეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ჩასატარებლად და სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის:

გ.ა) მოიძიოს/გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებისმიერი საჯარო და კერძო დაწესებულებიდან, ასევე, ფიზიკური პირისაგან;

გ.ბ) ჩამოართვას ახსნა-განმარტებები, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, შეადგინოს შემოწმების ოქმი და გამართოს შეხვედრები გეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების ფარგლებში;

გ.გ) მიმართოს სამსახურის უფროსს გეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების, ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე;

გ.დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

დ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.

4. გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის კომპეტენცია არ ვრცელდება ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებზ