1. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისას სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი სამსახურის ახალი უფროსი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მათ საკურატორო სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, კოორდინაცია და მათზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წარმოდგენა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ან/და საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და სამსახურის უფროსის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების და დავალებების შესრულება.

4. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

თავი IV

სამსახურის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები და მათი მართ