1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულება (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის (შემდგომ – სამსახურის უფროსი), მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებებს, ასევე სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0105, პუშკინის ქუჩა №10/ნ. ვაჩნაძის ქუჩა №7/თაბუკაშვილის ქუჩა №2; ქ. ბათუმი, 6010, ბაქოს ქუჩა №48.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
4. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის უფროსის სამართლებრივ აქტებზე, სამსახურის უფროსისა და სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტებზე, შენობებზე და თანამშრომლების სამუშაო ოთახებშ